გიორგი ვაშაძე - ამ ქვეყანაში ბიუჯეტი ხალხისთვის სამართლიანი არ იქნება, სანამ ხელისუფლებაში მძარცველი ოცნება გვეყოლება
„ამ ქვეყანაში ბიუჯეტი არ იქნება ხალხისთვის სამართლიანი, სანამ ხელისუფლებაში მძარცველი ოცნება გვეყოლება, ხალხს - არაფერი, ელიტებს - ყველაფერი, ეს არის დღევანდელი მდგომარეობა.“ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ოპოზიციონერი ლიდერის მოთხოვნებს შორის პენსიის საშუალოდ 90 ლარით ზრდა და სკოლებში ბავშვთა უფასო კვებაა. მისივე თქმით, ბიუჯეტი ხალხის სასარგებლოდ არ დაიხარჯება, სანამ ხელისუფლებაში მძარცველი ძალა იქნება:
„ჩვენი მოთხოვნა არის, რომ 90 ლარით საშუალოდ, ყოველთვიურად, 350 000-ზე მეტ პენსიონერს გაეზარდოს პენსია და “ლიბერთი ბანკის” უსამართლო ბეგარა მოვხსნათ და მეორე - ბავშვებს სკოლაში საკვები მივცეთ.
ამ ორ უმარტივეს საკითხზეც კი, რომლის ფულიც ბიუჯეტში არის, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს და სამაგიეროდ, იმ პროექტებში, რომელშიც უკვე ასობით მილიონია დახარჯული, კიდევ დამატებით ასობით მილიონის დახარჯვას აპირებენ. ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა და ამ ქვეყანაში ბიუჯეტი არ იქნება ხალხისთვის სამართლიანი, სანამ ხელისუფლებაში მძარცველი ოცნება გვეყოლება.
სანამ ხალხი, რომელთა მთავარი მიზანიც არის ფულის კეთება, იქნება ხელისუფლებაში, ბიუჯეტი ყოველთვის ელიტებისთვის იქნება გათვლილი. ხალხს- არაფერი, ელიტებს - ყველაფერი. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა.“ - განაცხადა ვაშაძემ.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“