თუ საქართველოს არ მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება საქართველოს მარცხი და რუსეთის გამარჯვება - პრეზიდენტი
"თუ საქართველოს არ მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება საქართველოს მარცხი და რუსეთის გამარჯვება" - ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
პრეზიდენტის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უარი ქართველ ხალხში დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ჩათვლის, რომ "საქართველო რუხ ზონაში რჩება და შესაძლებელია მისით თამაში".
უარს მოჰყვება უზარმაზარი იმედგაცრუება და ეს მოუტანს რუსეთს დიდ კმაყოფილებას, რადგან ყველამ ვიცით, რომ იმედგაცრუება არის ის, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს იმ ხალხის მიერ, რომლებიც პროპაგანდით, ფეიკ ნიუსებით და ამგვარი რაღაცებით მანიპულირებენ. დაიწყებენ ისინი ევროკავშირის დადანაშაულებას კიდევ ერთხელ, რომ დაივიწყა საქართველო და უღალატა მას. ეს თემები, რა თქმა უნდა, წამოვა რუსეთიდან და ითამაშებს რუსეთისთვის. რუსეთი ჩათვლის, რომ საქართველო რჩება ნაცრისფერ ზონად. ყველამ ვიცით, რომ თუ რუსეთი თვლის, რომ ქვეყანა მდებარეობს ნაცრისფერ ზონაში, ნიშნავს, რომ თავისიანად მიიჩნევენ. უკრაინისთვის უარის თქმა კატასტროფული იქნება ევროკავშირისთვისაც. ეს აჩვენებს, რომ ყველას შეუძლია ევროკავშირის შიგნით ვაჭრობა წამოიწყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს შეუძლია თამაში ევროკავშირის შიგნითაც გავლენის მოხდენით", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“