ევროპამ, რომელსაც "ოცნება" ლანძღავდა, მოგვცა ისტორიული შესაძლებლობა, ხოლო "ხელისუფლებასთან დაახლოებული ორბანი გვიბლოკავს სტატუსს - გეგელია

13.12.23 19:00
ევროპამ, რომელსაც "ოცნება" ლანძღავდა, მოგვცა ისტორიული შესაძლებლობა, ხოლო "ხელისუფლებასთან დაახლოებული ორბანი გვიბლოკავს სტატუსს - გეგელია

"ევროპამ, რომელსაც "ქართული ოცნება" გლობალური ომის პარტიას უწოდებს, მოგვცა შანსი, არ დავკარგოთ ეს ისტორიული შესაძლებლობა, ხოლო მმართველ პარტიასთან დაახლოებული ვიქტორ ორბანი საქართველოს უბლოკავს კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობას," - ამის შესახებ განცხადება პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა გრიგოლ გეგელიამ "ტვ პირველის" ეთერშ გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა ქართველ ხალხს ეკუთვნის, რომელთაც მარტის აქციების დროს მკაფიოდ გამოხატეს საკუთარი ნება და სურვილი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

"ქართული ოცნების" მეგობარი ვიქტორ ორბანი თავისი პოლიტიკური ინტერესების სამსახურში დაბლოკავს გაფართოების საკითხს და რატომ მოხდა ისე, რომ 2022 წელს ჩვენ ვერ გავხდით კანდიდატები. ეს იმიტომ ხომ არ იყო შემთხვევით, რომ ჩვენ არაფერი გავაკეთეთ როგორც სახელმწიფომ "ქართული ოცნების" რუსული მთავრობის გამო იმისათვის, რომ რეალურად გადაგვედგა ნაბიჯები წინ. იმიტომ ხომ არ იყო, რომ თავს ესხმოდნენ ევროპულ პარლამენტს, თავისუფალ მედიას დევნიდნენ, მათი მთელი რიტორიკა მიმართული იყო დასავლეთის წინააღმდეგ და მიმართული იყო რუსეთის სასარგებლოდ. ჩვენ დავკარგეთ მთელი ერთი წელი და ეს უნდა ესმოდეს ყველას, რომ არის "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობა. ახლაც, მაშინ როდესაც იმ ევროპამ, რომელშიც ახლა მე ვდგავარ და "ქართული ოცნება" გლობალური ომის პარტიას უწოდებს, მაინც მოგვცა შანსი, რომ არ დაგვეკარგა ეს შესაძლებლობა და ის ვინც მეგობრად გამოაცხადა "ქართულმა ოცნებამ", ვიქტორ ორბანი გვიბლოკავს," - აღნიშნა გეგელიამ.

მსგავსი სიახლეები