საარჩევნოდ "სისხლიანი ბანერები" ბრუნდება - "ოცნებამ" სიძულვილის კამპანიის მთავარ შემოქმედთან კონტრაქტი გააფორმა

13.12.23 20:26
საარჩევნოდ "სისხლიანი ბანერები" ბრუნდება - "ოცნებამ" სიძულვილის კამპანიის მთავარ შემოქმედთან კონტრაქტი გააფორმა

ისევ "სისხლიანი ბანერები" და სიძულვილის კამპანია. "ქართული ოცნება" წინასაარჩევნო ტრადიციას არ ღალატობს. უკვე გაფორმებულია კონტრაქტი ზიზღის კამპანიის მთავარ შემოქმედთან. ოცნების უცვლელი პი არ ტექნოლოგი 2024 წელსაც მოშე კლუგჰაპტი იქნება. შესაბამისად სისხლით და სიძულვილით სავსე ბილბორდების ნაკლებობა მომავალი წლის შემოდგომაზეც არ იქნება.  ამაში კი ხელისუფლება მზად არის მილიონები გადაიხადოს. 

"ქართულმა ოცნებამ" დღეს აღიარა, რომ ბოლო წლების ყველა მათი საარჩევნო კამპანიის იდეოლოგი, სწორედ თავისი აგრესიულობით ცნობილი პიარ ტექნოლოგი  იყო. მისი რჩევით ჩამოხსნეს ბილბორდებიდან სალომე ზურაბიშვილის სურათები და მის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე გააკრეს. ახლა მთავარი კითხვაა, იმუშავებს თუ არა "ოცნების" სასარგებლოდ მორიგი სისხლიანი კამპანია. უკვე მერამდენე არჩევნებია, როდესაც ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ოპონენტების გაშავებით  ცდილობს.

 რა გეგმა აქვს  მმართველ პარტიას წინასაარჩევნოდ?- დეტალები ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები