შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში - "ოცნება" ბოიკოტის რეჟიმში დარჩა, ოპოზიციის დიდი ნაწილი ათონელის რეზიდენციაშია

13.12.23 20:02
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში - "ოცნება" ბოიკოტის რეჟიმში დარჩა, ოპოზიციის დიდი ნაწილი ათონელის რეზიდენციაშია

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაწყებული ევროპული კამპანიის ფინალური ნაწილი - ამ წუთებში  ყურადღების ცენტრში ათონელის რეზიდენციაა.  სასახლეში მალე დიდი ერთიანობის დემონსტრირება  მოხდება.  სრულიად განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე პოლიტიკოსები ერთმანეთის გვერდით საქართველოს ევროპული მომავლის გამო დადგებიან.  მათ კი, ვინც პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე მაღლა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაყენება ვერ შეძლეს, ორბელიანების მოედანზე ვერ ვიხილავთ. 

"ქართული ოცნება" პრეზიდენტის წინააღმდეგ ბოიკოტს ისევ ძალაში ტოვებს.  ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი დღეს ათონელზე არ მივა.  სამაგიეროდ იქნებიან "ოცნების" ექს პრემიერი, "ოცნების" ექს საგარეო საქმეთა მინისტრი და   პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ყველას ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი სასახლეში ელოდება.  ეს იქნება  თითქმის ორთვიანი კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა.  სტუმრებს რამდენიმე წუთში სიტყვით სალომე ზურაბიშვილი მიმართავს. 

 სულ ცოტა ხანში კი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან მესამეს წერილი და ხელმოწერაც შევა. რას წერს სააკაშვილი ზურაბიშვილს და ვინ მივიდა პრეზიდენტის რეზიდენციაში? - ყველა დეტალი ნანუკა ქაჯაიას ჩართვიდან

მსგავსი სიახლეები