გადამწყვეტი დღეები საქართველოსთვის - ბოლო დეტალები სტრასბურგიდან
ევროპარლამენტი საქართველოს მხარდასაჭერად - ევროკავშირის სამიტის გახსნამდე ერთი დღით ადრე ევროპელმა დეპუტატებმა უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია მიიღეს. 468-ხმით ევროპარლამენტმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომლითაც ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, სტატუსი მისცენ საქართველოს, ხოლო ურკაინასთან მოლდოვასთან და ბოსნია ჰერცოგოვინასთან გასაწევრიანებლად მოლაპარაკებები დაიწყონ. ეს არის კიდევ ერთი ღია დემონტსრირება, რომ ევროპაში ქართველი ხალხის ხმა გაიგეს.
გადამწყვეტი კენჭისყრის წინ რეზოლუციის ავტორებს "ლელოს" ლიდერი ხვდებოდა. ხელისუფლების გასაკეთებელ საქმეს ისევ ოპოზიცია აკეთებს. "ლელო" ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ ქართველი ხალხის ნება ევროპის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. ახლა ყველაფერი ევროკავშირის ლიდერებზეა დამოკიდებული, რომლებმაც 2 დღეში საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ამ დრომდე ევროკავშირში მთავარ დაბრკოლებად ისევ უნგრეთის შანტაჟი რჩება.
ვიდრე მოვლენების ეპიცენტრად ბრიუსელი გადაიქცევა, მანამდე პირდაპირ კავშირზეა სტარსბურგი და პირველების რეპორტიორი ინა ცარციძე, რომელიც უფრო მეტს გვეტყვის ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობაზე.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“