ვიქნები სალომე ზურაბიშვილის გვერდით! - ეკა ბესელია

13.12.23 19:57
ვიქნები სალომე ზურაბიშვილის გვერდით! - ეკა ბესელია

ეკა ბესელია ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში მის გვერდით იქნება. ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ "ევროპული იდეის დასაცავად პრეზიდენტი იქ იდგება, სადაც უნდა იდგეს": 

 არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, უბრალოდ ადრეა ჯერ რაიმე პროგნოზი. პრეზიდენტი ჩვენ გვჭირდება სწორედ ამ როლში გაბედული, თამამი გადაწყვეტილების მიმღები და გარანტი იმისა, რომ არჩევნები ჩავატაროთ ნორმალურ და მშვიდ გარემოში. თუ სხვა მოცემულობა იქნება, რომელიც მოითხოვს სხვაგვარ გადაწყვეტილებას, მე ხშირად ვამბობდი, რომ არ გამიკვირდება არცერთი სხვა გადაწყვეტილება პრეზიდენტის მხრიდან, მე ვიქნები მის გვერდით. არ მგონია, რომ ეს პარტიის ფორმას გულისხმობდეს, მე უფრო ფართოდ ვუყურებ ამ პროცესს. ის იქნება ქვეყანასთან და მეც ვაპირებ, რომ ვიყო ჩემს ქვეყანასთან ერთად", - აღნიშნა ბესელიამ.

"ჩვენი ხმა ევროპას" - ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის კამპანიის დასკვნითი და მასშტაბური მიღება მიმდინარეობს.

სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური განცხადება - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

 „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა „თუ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, მე ყველაფერს განვიხილავ“.

 

მსგავსი სიახლეები