პრეზიდენტის პირველი ღია განაცხადი და დიდი პოლიტიკური ინტრიგა - ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

13.12.23 20:18
პრეზიდენტის პირველი ღია განაცხადი და დიდი პოლიტიკური ინტრიგა - ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

პრეზიდენტის პირველი ღია განაცხადი და დიდი პოლიტიკური ინტრიგა - სალომე ზურაბიშვილი 2024 წელს გადადგომას და არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ანუ, თუ ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხის წინაშე დადგება განიხილავს გადაგომასაც და ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნასაც. ამ შემთხვევაში კი არ არის გამორიცხული, სალომე ზურაბიშვილი ახალი პოლიტიკური ცენტრის და რამდენიმე პარტიის გამაერთიანებელი აღმოჩნდეს. რადიო თავისუფლების ეთერში საჯაროდ გამხელილმა ამბებმა "ოცნების" პოლიტიკური დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა. 

გადამწყვეტ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადება პოლიტიკურ პროცესებს თავდაყირა აყენებს. ვისთან ითანამშრომლებს? მოხდება თუ არა პრეზიდენტის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანება? ეს სწორედ ის სვლაა, რისიც "ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტად ეშინია. პოლიტიკური შამათის მოლოდინში მმართველი გუნდის განცხადებებში ისტერიული ტონი სულ უფრო მატულობს. ურეიტინგო, უღირსი და წინასწარ კრახისთვის განწირული - ეს შეფასებები ისმოდა დღეს უმრავლესობისგან.

ვინ არის მზად სალომე ზურაბიშვილთან ერთად ბრძოლისთვის? - გუგა არჩვაძეა პირდაპირ ეთერში.

მსგავსი სიახლეები