"ლელო" უერთდება იმ ერთობას, რომელიც ელოდება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - ნაცვლიშვილი
"ჩვენი ხმა ევროპას" - ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად "ლელო"-ს წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი მივიდა.
როგორც ნაცვლიშვილმა "ტვ პირველს" განუცხადა, "ლელო" იმ ერთობის ნაწილია, რომელიც ელოდება ევროკავშირისგან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ნაცვლიშვილის თქმით, ამ ეტაპზე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საუბარი უადგილოა, რადგან დღეს სალომე ზურაბიშვილი მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სწორ ნაბიჯებს დგამს.
დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია. ჩვენ სულ რამდენიმე საათში ველოდებით ისტორიულ გადაწყვეტილებას და ცხადია, მცდელობა პრეზიდენტის, რომ მაქსიმალური ერთობა, რაც მიღწევადია ახლა არსებულ რეალობაში შედგეს, ჩვენ ამ ერთობის ნაწილი ვართ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე არ განვავრცობდი ამ თემას, რადგან დღეს სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტიტუციას, ის სწორ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ევროატლანტიკური კურსისთვის," - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
"ჩვენი ხმა ევროპას" - ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის კამპანიის დასკვნითი და მასშტაბური მიღება მიმდინარეობს.
მსგავსი სიახლეები
სუს-მა გაავრცელა განცხადება ერგნეთში შეხვედრის შესახებ, სადაც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო მოთხოვნა, ჩორჩანას საგუშაგოს აღებასთან დაკავშირებით, დამალეს - “გახარია საქართველოსთვის“
“სუს-მა და შსს-მ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მოსახლეობას, რა პასუხი გასცეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აღნიშნულ მოთხოვნაზე.“