სააკაშვილის წერილი გასაჯაროვდა - რა მისწერა მესამე პრეზიდენტმა მეხუთეს?

13.12.23 20:49
სააკაშვილის წერილი გასაჯაროვდა - რა მისწერა მესამე პრეზიდენტმა მეხუთეს?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მიერ ხეკლმოწერილი დოკუმენტი მიიტანა. 

პატიმარი სააკაშვილმა პეტიციას, "ჩემი ხმა ევროპას"  ხელი მოაწერა. მესამე პრეზიდენტი ათი ათასობით საქართველოს მოქალაქის სულისკვეთებას იზიარებს და ხელმოწერით ევროპელ პარტნიორებს მიმართავს, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.

სააკაშვილი საკუთარი წერილით მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და ევროპარლამენტარებს მოლაპარაკების გახსნისკენ მოუწოდებს.

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე განცხადება გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმაც. 

„მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი განსაკუთრებული მიმართვით უერთდება ამ ხელმოწერას თავისი პირადი ინიციატივით. მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა სწორედ ის, რომ დღეს ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს და კიდევ უფრო მეტი შეეძლო მას ამ გზაზე გაეკეთებინა, რომ არა პუტინის პატიმრობა და რომ არა რუსული რეჟიმის პატიმრობა"- ამბობს ის. 

„ამ ღონისძიებით საქართველოს საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა, არასამთავრობო სექტორმა, ყველამ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ,ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ ,რომ საქართველო არის  ერთიანი ამ მოთხოვნაში და ყველა წინაღობის მიუხედავად, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რადგან ქართველი ხალხი, გეოპოლიტიკური ვითარება ამას იმსახურებს. შესაბამისად, ჩვენც ბუნებრივია მონაწილეობას ვიღებთ ამ ღონისძიებაში, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი განსაკუთრებული მიმართვით უერთდება ამ ხელმოწერას თავისი პირადი ინიციატივით. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ინიციატივა ცალკეული სუბიექტის მიერ არ გაჟღერებულა, რადგან მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაა სწორედ ის, რომ დღეს ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს და კიდევ უფრო მეტი შეეძლო მას ამ გზაზე გაეკეთებინა, რომ არა პუტინის პატიმრობა და რომ არა რუსული რეჟიმის პატიმრობა.“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა
 

 

მსგავსი სიახლეები