სააკაშვილის ხელმოწერის გარეშე არ უნდა გაგზავნილიყო ეს პეტიცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან - იგორ ნარმანია
ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული ღონისძიების პარალელურად, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქცია იმართება.
საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას თქმით, დასავლელი პარტნიორებისთვის პეტიცია მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერის გარეშე არ უნდა გაეგზავნათ, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველი იყო, ვინც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის რეფორმების გატარება დაიწყო.
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს შედგა საკმაოდ კარგი პოლიტიკური აქტი, როდესაც სამი პრეზიდენტის გზავნილი ეგზავნება ჩვენს ევროპელ მეგობრებს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს არ ჰყავდეს პუტინის პირადი ტყვე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც რეალურად პირველად აღმართა ევროკავშირის დროშა პარლამენტის წინ და რომელმაც პირველმა დაიწყო ევროპული გზის გაჩარხვა, რომელმაც პირველმა დაიწყო ევროპული რეფორმების გატარება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს თავისუფალი. მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერის გარეშე არ უნდა გაგზავნილიყო ეს პეტიცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ყველაფრის მიუხედავად, ძალიან კარგად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მთავარია ქვეყნის ეროვნული ინტერესი და პირადი ინტერესები.“- განაცხადა იგორ ნარმანიამ