თამაზ გინტური, თემურ კარბაია - პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიერ სასტიკად მოკლული საქართველოს მოქალაქეები ახსენა

13.12.23 21:19
თამაზ გინტური, თემურ კარბაია - პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიერ სასტიკად მოკლული საქართველოს მოქალაქეები ახსენა

რუსეთის მიერ თამაზ გინტურისა, თემურ კარბაიას სასტიკი მკვლელობა იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მიუღებელია, იმ თავისუფალ სივრცეში, იმ სივრცეში სადაც ადამიანის უფლებები დგას პირველ პლანზე, იქ მოხდეს ასეთი სრულიად სასტიკი მოვლენები. 

თამაზ გინტური, თემურ კარბაია - ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. მიუღებელია, იმ თავისუფალ სივრცეში, იმ სივრცეში სადაც ადამიანის უფლებები დგას პირველ პლანზე, იქ მოხდეს ასეთი სრულიად სასტიკი მოვლენები. ჩვენი ევროპული გზა არის განუყოფელი იმისაგან, რომ ჩვენ იქ უნდა შევიდეთ დღეს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან ერთად. იქ საქართველოს შესვლა მარტო არ იქნება არც სამართლიანი, არც სწორი და ჩვენი, ყველას მომავალი სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ ეს, იქნება ეს ოკუპირებული აფხაზეთში თუ სამხრეთ ოსეთში, არის თავისუფლება და არის დაცვა იმისა, რაც მათი იდენტობაა.

არ შეიძლება, რომ რუსეთმა წაართვას იქ მიწები, არ შეიძლება, რომ რუსეთმა ძალადობით წაიღოს უფლებები აეროპორტზე თუ პორტზე. შავი ზღვა დასაცავია და დასაცავია ყველასთვის, რომ იქ ჩვენი მშვიდობიანი და უსაფრთხო მომავალი იყოს დაცული, რამეთუ ევროკავშირთან ჩვენი ხვალინდელი ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დამოკიდებულია იმაზე, რომ შავი ზღვა იყოს მშვიდობიანი და უსაფრთხო.

მსგავსი სიახლეები