პოლიტიკური ინტრიგების დრო არ არის - სააკაშვილი მარგველაშვილს მადლობას უხდის

13.12.23 21:29
პოლიტიკური ინტრიგების დრო არ არის - სააკაშვილი მარგველაშვილს მადლობას უხდის

"ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო" -  მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს და სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციაზე თავისი ხელმოწერის ფოტოს აქვეყნებს.

მესამე პრეზიდენტი მადლობას უხდის გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ უარი თქვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწვევაზე დასწრებაზე და აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის ინიციატივას იქამდე არ მოაწერს ხელს, ვიდრე მასზე არ იქნება სააკაშვილის ხელმოწერა.

"როგორც პუტინის და რუსული რეჟიმის პატიმარი, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტი, რომელმაც პირველად ააფრიალა საქართველოში ევროპის დროშა, დარწმუნებულია სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში" - აღნიშნულია მიმართვაში. 

"ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო.

მე ვნახე პრეზიდენტ მარგველაშვილის პრინციპული პოზიცია, რომლისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ.

გამარჯვების კოალიცია - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ესწრება საერთო შეკრებას და მათ ვატან ჩემ მიერ ხელმოწერილ პეტიციას.

მე როგორც პუტინისა და მისი რუსული რეჟიმის პირადი პატიმარი, მაგრამ ამავე დროს პრეზიდენტი, რომელმაც პირველად ავაფრიალე ევროპის დროშა საქართველოში დარწმუნებული ვარ სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში.

დანარჩენი უკვე ჩვენი გასაკეთებელია საქართველოში.

ასევე მე მხარს ვუჭერ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

რამდენიც არ უნდა ეცადოს რუსული რეჟიმი დამიკარგოს ჩემი წვლილი ევროპისკენ მოძრაობის საქმეში, ყველას კარგად ახსოვს, რომ ჩემ დროს საქართველო ლიდერი იყო სამეულის და ახლა ჩამორჩენილის პოზიციაში ვართ და წინ უკრაინა მიგვათრევს", - წერს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები