"პრეზიდენტს პრეზიდენტები უნდა ახსოვდეს!"- გაჩნდა თუ არა ევროპულ პეტიციაზე მარგველაშვილის ხელმოწერა?
"შენი ხმა ევროპას" - სალომე ზურაბიშვილის იდეით შექმნილ პეტიციას მესამე და მეოთხე პრეზიდენტების ხელმოწერა აქვს. გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ითხოვდა, რომ დოკუმენტზე მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა, ყოფილიყო "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ანომალიაა, პრეზიდენტს არ მიეცეს შესაძლებლობა, მისი პოზიცია დააფიქსიროს ქვეყნის გეოპოლიტიკურ, უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით.
მეოთხე პრეზიდენტი ინსტიტუტების პატივისცემის აუცილებლობაზე საუბრობს.
" მე მომიხდა, გარკვეული ულტიმატუმის, არ მიყვარს ეს სიტყვა, მოთხოვნის წაყენება, რომ მიხეილ სააკაშვილს მისცემოდა ასეთ პეტიციაზე ხელმოწერის უფლება. დღეს, მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა არის ამ პეტიციაზე, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩემი მხრიდან სწორი მოთხოვნა და ეს მოთხოვნა შესრულებულია. შესაბამისად, ჩემი ხელმოწერაც არის ამ პეტიციაზე"- თქვა მარგველაშვილმა.
მისი თქმით, ის უერთდება იმ სულისკვეთებას რაც ხდება ორბელიანების სასახლეში, თუმცა იქვე ამბობს, რომ "ინსტიტუტების პატივისცემა მნიშვნელოვანია".
"... ქალბატონმა პრეზიდენტმა არ ახსენა პრეზიდენტის ინსტიტუტი, როცა თქვა, რომ დღეს შეიკრიბებოდნენ, პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ახლა სია გაზრდილია, თუმცა უპრიანია სანამ მათზე ისაუბრებს, იმ ინსტიტუტზე ისაუბროს, რომელსაც ხელმძღვანელობს. საჯარო განცხადებები მნიშვნელოვანია, ევროპული ტრადიციაა, რომ ინსტიტუტებს პატივი სცე" - თქვა მარგველაშვილმა და დასძინა "პრეზიდენტს, პრეზიდენტები უნდა ახსოვდეს".
გიორგი მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტს შეეძლო ერთი დღით გაეთავისუფლებინა მიხეილ სააკაშვილი და ცერემონიალზე დასწრების უფლება მიეცათ პატიმარი სააკაშვილისთვის:
"წარმოიდგინეთ, როგორი ძლიერი, ერთობის გზავნილი იქნებოდა, ევროპისათვის, თუ იქ ვიქნებოდით სამი პრეზიდენტი. არამარტო ევროპისთვის, საქართველოსთვის"- თქვა მარგველაშვილმა.