ლელოს ლიდერი საქართველოს საკითხით დაინტერესებულ ევროპარლამენტარებს ხვდება
პარტია ლელოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის ვიზიტი სტრასბურგში გრძელდება.
ლელოს ლიდერი საქართველოს საკითხით დაინტერესებულ ევროპარლამენტარებს ხვდება. მათ შორის შეხვედრა გაიმართა გერმანელ ევროპარლამენტარ მაიკლ გალერისთან.
როგორც მამუკა ხაზარაძე აცხადებს შეხვედრა საინტერესო იყო, რომელზეც საქართველოს ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციაზე გამახვილდა ყურადღება.
" საინტერესო შეხვედრა შედგა მაიკლ გალერისთან, ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციაზე, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე.
საქართველოში ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე და გავაცანით “ლელოს” მარშალის გეგმა"-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
მისივე თქმით ევროპარლამენტარებს საქართველოში მშვიდობა, კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება სურთ."