საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინასა და უნგრეთზეა დამოკიდებული - რიკარდ იოზვიაკი
"მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი დამოკიდებულია უკრაინასა და უნგრეთზე", - ამის შესახებ განცხადება "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუორს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკიმ გააკეთა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ვერ მიიღებს სტატუსს, სხვა ქვეყნები, მათ შორის, საქართველოც დაიბლოკება.
მოლოდინებს რაც შეეხება, საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, თუმცა ამაში დიდ როლს თამაშობს ორბანი და უკრაინა. ორბანი ჯერ კიდევ ბლოკავს უკრაინას, უნგრეთი ევროკავშირისგან 10 მილიარდის გამოყოფას ელოდება, რასაც დიდი ალბათობით მიიღებს და მაშინ ორბანი მწვანე შუქს აანთებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?! იმიტომ, რომ თუ უკრაინა ვერ მიიღებს მწვანე შუქს, მას ვერ მიიღებს ვერც ერთი სხვა კანდიდატი ქვეყანა, თუ უკრაინა მიიღებს მწვანე შუქს, რაც ამ დრომდე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მაშინ, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუს. მოლდოვისა და სავარაუდოდ, ბოსნიისთვის მწვანე შუქი აინთება, საქართველოს საკითხი კი დამოკიდებულია უკრაინასა და უნგრეთზე" - აღნიშნა იოზვიაკიმ.