დაბლოკილი ვიზიტები და ურთიერთობა მთავრობასთან - პრეზიდენტის ხმაურიანი ინტერვიუ
საქართველოს პრეზიდენტი მთელი ევროპის გასაგონად ამბობს, რომ თუ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის საჭიროა იქნება, მზადაა, ევროპაში ისევ უნებართვოდ წავიდეს.
ხმაურიანი განცხადებები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისის ჟურნალისტთან გააკეთა.
რეი ფურლონგი: პოლარიზაცია საქართველოს პოლიტიკაში კიდევ ერთი საკითხია, რომლის შემცირების აუცილებლობასაც ხაზი გაუსვა ევროკომისიამ და თქვა, რომ მეტი ერთიანობაა საჭირო. როგორია ამჟამად თქვენი ურთიერთობა მთავრობასთან?
სალომე ზურაბიშვლი: დაბალ ნიშნულზეა, ასე ვიტყოდი. იმპიჩმენტის მცდელობის შემდეგ არსებობს დამოკიდებულება, რომ ისინი პრეზიდენტს აღარ აღიარებენ. ეს კი ძალიან ართულებს საჭირო ურთიერთობების შენარჩუნებას. ძალიან მნიშვნელოვანია ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა. კიდევ ერთხელ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას ყველა უნდა მოეწონოს.
- რამდენადაც ვიცი, პრაღაში ვიზიტთან დაკავშირებით თქვენ მთავრობას აცნობეთ და მათ თანხმობა არ მოუციათ.
- მე მათ ევროპული დედაქალაქების სია გადავეცი, რათა 15 დეკემბრის გადაწყვეტილებამდე ყველა შესაძლო დახმარების მობილიზაცია მომეხერხებინა. ყველა მათგანზე უარი მითხრეს.
- დავაზუსტებ, აქ უნებართვოდ ხართ ხომ?
- დიახ, დიახ. აქ უნებართვოდ ვარ.
- შეიძლება, რომ იმპიჩმენტი გაიმეორონ? რას ფიქრობთ?
- არა, მიმაჩნია, რომ ამ ტიპის ვიზიტთან დაკავშირებით ორმაგი საფრთხე არსებობს და არ მგონია, რომ ამას მათთვისაც კი პოლიტიკური აზრი ჰქონდეს.