საქართველოს პოლონეთის იმედი მუდმივად უნდა ჰქონდეს - ტუსკი
რამდენიმე საათი ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე - პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დონალ ტუსკი საქართველოს მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ქართველ ხალხს პოლონელი ერის იმედი მუდმივად უნდა ჰქონდეს.
მე არ მომიმზადებია სპეციალური გზავნილი დღეს საქართველოსთვის, რადგან ვსაუბრობთ ბალკანეთის ქვეყნებზე, მაგრამ თქვენ იცით, რა მაქვს გულში საქართველოსთვის. თქვენ შეგიძლიათ, ჩემი იმედი გქონდეთ, როგორც ყოველთვის - ტუსკი.
გადამწყვეტი საათების ათვალა დაწყებულია - ბრიუსელში ევროპული საბჭოს ისტორიული სამიტისთვის ემზადებიან. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ლიდერები რამდენიმე საათში დაიწყებენ შეკრებას.
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან და კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ორ-დღიანი სამიტი არსებული ცნობებით, დაძაბულობით იქნება სავსე. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ არის. მთავარი ბარიერი ისევ უნგრეთის პრორუსი ლიდერია, რის გამოც ვიქტორ ორბანთან დაძაბული საუბრები გრძელდება.