შეიწყალებს თუ არა ლაზარე გრიგორიადისს? - სალომე ზურაბიშვილის პასუხი
შეიწყალებს თუ არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს? - სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა და ამაზე საუბარი არ სურს.
როგორც უკვე აღვნიშნე, არ მიმაჩნია კორექტულად, რომ ნებისმიერი ნებისმიერმა პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთოს შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს პრეზიდენტის დისკრეციაა და თუ დაიწყებ ერთ რამეზე კომენტარებს და ახსნას, მაშინ ეს გამოდის სხვა ადამიანის დისკრიმინაცია, რომლებიც ასევე დაპატიმრებულია და ითხოვს შეწყალებას და მათ არ ჰყავთ მხარდამჭერები მათ შორის ჟურნალისტები"- თქვა პრეზიდენტმა რადიოთავისუფლებასთან.
ცნობილია, რომ გრიგორიადისის ოჯახი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ მიმართავს.