საქართველომ რეფორმების სურვილი უნდა აჩვენოს - კაია კალასი

14.12.23 11:31
საქართველომ რეფორმების სურვილი უნდა აჩვენოს - კაია კალასი

შეაფერხებს თუ არა ევროკავშირის გაფართოების პროცესს ვიქტორ ორბანი - ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის თქმით, მას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის არ ეშინია, რადგან არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლის შესრულებაც ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, მათ შორის, უნგრეთისთვისაც.

კალასის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული რეფორმები ჯერ კიდევ გასატარებელი აქვს, თუმცა ესტონეთი მკაფიოდ უჭერს მხარს ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს. გასატარებელი რეფორმები პროცესშია და ქვეყანამ ამისი სურვილი უნდა აჩვენოს. ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ გაფართოებაზე, არამედ ვსაუბრობთ გაერთიანებაზე, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ჩვენ ასევე უნდა გვქონდეს საერთო სისტემა, რადგან ეს სასარგებლოა ყველა მხარისთვის. ვიქტორ ორბანის არ მეშინია. ჩვენ ყველა თანასწორნი ვართ მაგიდის ირგვლივ და კრიტერიუმები ყველასთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ამიტომ კრიტერიუმების დაკმაყოფილება უნგრეთისთვისაც საჭირო", - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა.

გადამწყვეტი საათების ათვალა დაწყებულია - ბრიუსელში ევროპული საბჭოს ისტორიული სამიტისთვის ემზადებიან. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ლიდერები რამდენიმე საათში დაიწყებენ შეკრებას.

ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან და კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ორ-დღიანი სამიტი არსებული ცნობებით, დაძაბულობით იქნება სავსე. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ არის. მთავარი ბარიერი ისევ უნგრეთის პრორუსი ლიდერია, რის გამოც ვიქტორ ორბანთან დაძაბული საუბრები  გრძელდება.

მსგავსი სიახლეები