მხარს ვუჭერ საქართველოს ძალისხმევას, ვულოცავ ქართველ ხალხს - ხორვატიის პრემიერი

14.12.23 11:34
მხარს ვუჭერ საქართველოს ძალისხმევას, ვულოცავ ქართველ ხალხს - ხორვატიის პრემიერი

"დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მიღებული იქნება", - ამის შესახებ განცხადება ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. 

პლენკოვიჩი მადლობას უხდის ქართველ ხალხსა და საქართველოს მთავრობას გაწეული ძალისხმევისთვის. 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა ზაგრებში ივლისში. როგორც ყოველთვის, იყო შესანიშნავი შეხვედრა. მე მხარს ვუჭერ საქართველოს ძალისხმევას. დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მიღებული იქნება. მე ვულოცავ ქართველ ხალხს. ვულოცავ საქართველოს მთავრობას რეფორმებისთვის გაწეულ ძალისხმევას, რომელმაც განაპირობა ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა.

გადამწყვეტი საათების ათვალა დაწყებულია - ბრიუსელში ევროპული საბჭოს ისტორიული სამიტისთვის ემზადებიან. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ლიდერები რამდენიმე საათში დაიწყებენ შეკრებას.

ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან და კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ორ-დღიანი სამიტი არსებული ცნობებით, დაძაბულობით იქნება სავსე. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ არის. მთავარი ბარიერი ისევ უნგრეთის პრორუსი ლიდერია, რის გამოც ვიქტორ ორბანთან დაძაბული საუბრები  გრძელდება.

მსგავსი სიახლეები