მოსმენების სამსახურის დაფინანსება იზრდება

14.12.23 12:28
მოსმენების სამსახურის დაფინანსება იზრდება

15 მილიონით მეტი სუსის მოსმენების დეპარტამენტს - ლილუაშვილის უწყებას დაფინანსება ეზრდება. საარჩევნო წელიწადში სახელმწიფო უსაფრთხოების მოსმენების დეპარტამენტს 45 მილიონი ექნება ბიუჯეტი.

თანხის უდიდეს ნაწილს ოპერატიული და ტექნიკური დეპარტამენტი დახარჯავს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს არის ბრძოლა ყველას წინააღმდეგ ძველებური მეთოდებით.

"აგენტებს რომ არ დასდევენ, ძალიან კარგად ვხედავთ. სად არის მათი დაჭერილი აგენტი, ერთი გვაჩვენა ამ 12 წლის განმავლობაში" - ამბობს "ევროოპტიმისტების" ლიდერი რომან გოცირიძე.

დეპუტატის თქმით, დაფინანსებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შესაბამისი ტექნიკის შეძენას მოხმარდება.

მოსმენების განყოფილება, რომელიც 30 მილიონით ფინანსდებოდა მიმდინარე წელს, 45 მილიონი ლარით დაფინანსდება მომავალ წელს. ბუნებრივია, ტექნიკის შეძენისთვის გამოიყენება. აგენტებს რომ არ დასდევენ, ძალიან კარგად ვხედავთ. სად არის მათი დაჭერილი აგენტი, ერთი გვაჩვენა ამ 12 წლის განმავლობაში", - აღნიშნა გოცირიძემ.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე "პირველებთან" აცხადებს, რომ ლილუაშვილის უწყება გაზრდილი ბიუჯეტით კიდევ უფრო მეტი იმ ადამიანის მოსმენას აპირებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში და მმართველი პარტიისთვის პრობლემას წარმოადგენენ.

ცხადია, წინა საარჩევნოდ უფრო მეტი მოსასმენი დასჭირდებათ მათ. რეალურად, უნდა უსმინონ ყველა აქტივისტს, ყველა პარტიის წევრს, რომ ყველა აკონტროლონ. უნდა უსმინონ ყველა სამოქალაქო აქტივისტს, ანუ ყველა იმ ადამიანის, ვისაც თვლიან, რომ აქტიურია და ვინც მათთვის პრობლემა არის წინა საარჩევნოდ", - განაცხადა წითლიძემ.

საქართველოს პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე განიხილა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 25 მილიარდი იქნება. 

მსგავსი სიახლეები