"ოცნების" წევრებს შორის სერიოზული უნდობლობაა, ამიტომ ცდილობენ, მოსმენები გააძლიერონ - ნაცვლიშვილი

14.12.23 12:31
"ოცნების" წევრებს შორის სერიოზული უნდობლობაა, ამიტომ ცდილობენ, მოსმენები გააძლიერონ - ნაცვლიშვილი

"ოცნების" თანაგუნდელებს შორის სერიოზული უნდობლობა არსებობს, ამიტომ ცდილობენ, მოსმენები გააძლიერონ", - ამის შესახებ განცხადება პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმან ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ლილუაშვილის უწყებისთვის ბიუჯეტის 15 მილიონი ლარით გაზრდა მმართველი პარტიის შიგნით არსებულმა ეჭვებმა განაპირობა, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა ერთმანეთი დააშანტაჟონ და "მოჩვენებითი ერთიანობა შეინარჩუნონ".

"ქართულ ოცნებას" ცუდად აქვს საქმე. მათ შორის არის სერიოზული უნდობლობა გუნდის შიგნით და გუნდის წევრებზე რომ გააძლიერონ და მასშტაბური გახადონ მოსმენები ამისთვისაც სჭირდებათ მეტი შესაძლებლობა, რადგან შიგნით აქვთ ნდობის სერიოზული კრიზისი და სჭირდებათ, მეტად აკონტროლონ და აშანტაჟონ ერთმანეთი, რომ შეინარჩუნონ მოჩვენებითი ერთიანობა", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

15 მილიონით მეტი სუსის მოსმენების დეპარტამენტს - ლილუაშვილის უწყებას დაფინანსება ეზრდება. საარჩევნო წელიწადში სახელმწიფო უსაფრთხოების მოსმენების დეპარტამენტს 45 მილიონი ექნება ბიუჯეტი. თანხის უდიდეს ნაწილს ოპერატიული და ტექნიკური დეპარტამენტი დახარჯავს.

მსგავსი სიახლეები