"ყველა დამნაშავე უნდა იყოს ციხეში, ნუ გადააბიჯებს" - "ოცნება" პრეზიდენტს აფრთხილებს

14.12.23 13:30
"ყველა დამნაშავე უნდა იყოს ციხეში, ნუ გადააბიჯებს" - "ოცნება" პრეზიდენტს აფრთხილებს

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტზე ახალი შტურმი დაიწყო.  კობახიძის გუნდი წყობიდან პრეზიდენტის ნათქვამმა ერთმა სიტყვამ გამოიყვანა. "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემული ინტერვიუს მოსმენის შემდეგ "ოცნებაში" ამბობენ, რომ პრეზიდენტი იმას გააკეთებს, რასაც ოპოზიცია დაავალებს.

მმართველი გუნდი პრეზიდენტს აფრთხილებს. ირაკლი ზარქუას თქმით თუ სალომე ზურაბიშვილის მესამე პრეზიდენტს შეიწყალებს ეს მათზე გადაბიჯება იქნება.

გადავიდა უპრინციპოებთან, უთავმოყვარეო ხელმოცარულებთან, რომელთათვისაც სიტყვა სიტყვა არ არის, ღირსება ღირსება არ არის. დააკვირდით აბა, გუშინ ვინც შეიკრიბა, დიდი უმრავლესობა - პუფები, ხელმოცარულები, ზოგი ერთმანეთს აგინდებდა, სამარცხვინო იყო. პრეზიდენტი შემჩნეულია უკვე, დიდი ხანია იხრებოდა ამ მიმართულებით. ის აირჩია ქართველმა ხალხმა ჩვენი ხელშეწყობით. ჩვენი პოლიტიკაა, რომ ყველა დამნაშავე უნდა იყოს ციხეში, ნუ გადააბიჯებს, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას, მერე ვერ დავიცავთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

"რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არასდროს უთქვამს.

მსგავსი სიახლეები