თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, მაშინ იმსახურებს იმას, რასაც ეძახდნენ - ჯაფარიძე

14.12.23 13:44
თუ ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, მაშინ იმსახურებს იმას, რასაც ეძახდნენ - ჯაფარიძე

"ხალხის ძალის" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, მაშინ იმსახურებს იმას, რასა ნიკა გვარამია ადრე ეძახდა.

სალომე ზურაბიშვილმა თვითონ ვერ შეაგროვა თავისი არჩევნებისთვის ხალხი. მაშინ, როდესაც თითქოს ზენიტში იყო, მაშინაც 0,1 % მიიღო და რა უნდა გააკეთოს ახლა? თუ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს, მაშინ იმსახურებს იმას, რასაც გვარამია ეუბნებოდა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

"რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არასდროს უთქვამს.

მსგავსი სიახლეები