ეტყობა ზურაბიშვილი ქართულადაც ვერ საუბრობს და ისიც ავიწყდება, რა თქვა გუშინ - ხაბარელი

14.12.23 13:52
ეტყობა ზურაბიშვილი ქართულადაც ვერ საუბრობს და ისიც ავიწყდება, რა თქვა გუშინ - ხაბარელი

ეტყობა ზურაბიშვილი ქართულადაც ვერ საუბრობს და ისიც ავიწყდება, რა თქვა გუშინ - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი შოთა ხაბარელი საქართველოს პრეზიდენტის მიერ "რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არასდროს უთქვამს. 

"არა და არასდროს!" - აბა ეს რა არის, ქართული არ არის? ეტყობა ის ქართულადაც ვერ საუბრობს და ისიც ავიწყდება რა თქვა გუშინ. როგორ შეიძლება ასე, ამას ხომ საზოგადოება ხედავს და უყურებს, თუ რა თქვა - "არა და არასდროს! - ეს იყო მისი სიტყვები, რას ქვია არ მითქვამს არ შევიწყალებო",- გაანცხადა შოთა ხაბარელმა.

მსგავსი სიახლეები