გაფართოება ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მექანიზმია, მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღება - ბორელი
ევროპული საბჭო ბრიუსელში გაფართოების პაკეტზე მსჯელობს, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, გაფართოება ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მექანიზმია, ამიტომაც ახლა მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღება.
„„არის გაფართოების საკითხი, დაფინანსების საკითხი, ასევე ომი უკრაინაში და ღაზაში არსებული სიტუაცია. ვფიქრობ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა რაც შეიძლება უნდა გავაძლიეროთ, გაფართოების პერსპექტივიდან გამომდინარე, ასევე სამხედრო და ფინანსური დახმარების თვალსაზრისით. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს, რადგან ეს არ არის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ეს არის ომი ასევე ჩვენი უსაფრთხოების წინააღმდეგ. ჩვენი განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა გაფართოების საკითხს. გაფართოება არის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკა. არის უფრო ძლიერი სტაბილურობის უნარი, რაც ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ბალკანეთის რეგიონსა და კავკასიაში. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილების მიღება“, - აღნიშნა ბორელმა.
ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და იმსჯელებს გაფართოების პაკეტზე, რომელიც ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.
გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ.