მხარს ვუჭერთ ყველა წინადადებას გაფართოებაზე, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით - მარკ რუტე
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა რეკომენდაციას, რომელიც კომისიამ გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით გასცა ევროპული საბჭოს ამ სამიტისთვის, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით", - ამის შესახებ განცხადება ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ბრიუსელში მედიასთან გააკეთა.
რუტემის თქმით, ის საკუთარ კოლეგებთან ერთად აქტიურად მუშაობას გაფართოებასთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ვიმსჯელებთ და ვნახავთ როგორ შეგვიძლია მოქმედება. მე ვფიქრობ, რომ მომენტი გადამწყვეტია, რომ უკრაინისთვის მივიღოთ დადებითი გადაწყვეტილება და გავუხსნათ მოლაპარაკების პროცესი ქვეყანას. უკრაინამ საკმაოდ ბევრი გააკეთა რთულ მდგომარეობაში, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. ეს ეხება ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. ასევე გადაგვწყვეტია, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება 50 მილიარდის დახმარების შესახებ უკრაინისთვის. აუცილებელია პუტინმა დაინახოს რომ ჩვენ ვიღებთ საერთო გადაწყვეტილებას, ჩვენ ერთიანები ვართ უკრაინის შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყანას, რომელზეც ევროკომისია დადებით რეკომენდაციას იძლევა. რა თქმა უნდა, მათ შორის, საქართველოს. მე ვიმუშავებ იმისთვის რომ კონსენსუს მივაღწიოთ ორივე მიმართულებით, რაც შეეხება გაფართოებასაც და 50 მილიარდის დახმარებას", - აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ.