გვჭირდება სამი გადაწყვეტილება - ფინეთის პრემიერი
გვჭირდება სამი გადაწყვეტილება - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპული საბჭოს სამიტი იმართება.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ მოლაპარაკებების დაწყება გადაწყდეს.
ფინეთის ლიდერმა ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიას უკრაინაში და განაცხადა, რომ რუსეთის საფრთხე რეალურია.
ბოლოს, ორპომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერაც დააფიქსირა.
აქ ჩვენ გვჭირდება ძლიერი გადაწყვეტილებები. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა. უკრაინაში სიტუაცია რთულია და ამიტომ გვჭირდება სამი გადაწყვეტილება: პირველ რიგში, ევროპის სამშვიდობო ფონდის შესახებ გრძელვადიანი გადაწყვეტილება - უკრაინას სჭირდება სწრაფი სამხედრო დახმარება. მეორეც ჩვენ გვჭირდება გადავწყვიტოთ ევროკავშირის ბიუჯეტის 50 მილირადის საკითხი და მესამე, გადაწყვეტილება გაფართოების შესახებ. ჩვენ ვაგზავნით მკაფიო სიგნალს ყველა სახელმწიფოსთვის, ვისაც სურს გახდეს კავშირის წევრი, რომ ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ მოლაპარაკებების დაწყება. და ბოლოს, უნდა ვთქვა, რომ რუსეთის საფრთხე რეალურია - ამიტომ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ინდუსტრია.
ჩვენ მხარს ვუჭერთ, მათ შორის, საქართველოს", - განაცხადა ფინეთის პრემიერმა.