ბოკუჩავა: ზურაბიშვილს შეუძლია, კონსტიტუციური, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით შეიწყალოს სააკაშვილი და დაასრულოს ისტორიული უსამართლობა

14.12.23 15:47
ბოკუჩავა: ზურაბიშვილს შეუძლია, კონსტიტუციური, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით შეიწყალოს სააკაშვილი და დაასრულოს ისტორიული უსამართლობა

 „პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია, კონსტიტუციური, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით, შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი და დაასრულოს ისტორიული უსამართლობა“ - ამის შესახებ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, იმედი აქვს, ზურაბიშვილი მიიღებს ეროვნულ, ევროპულ გადაწყვეტილებას და შეიწყალებს სააკაშვილს.

"როცა გვყავს ხელისუფლება, რომელიც ავრცელებს რუსულ პროპაგანდას, დგას რუსეთის აგენტებზე და ყველაფერს აკეთებს ევროპული გზის საბოტაჟისთვის, პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალება და ამ ისტორიული უსამართლობის დასრულება პოზიტიურად იქნება აღქმული მოქალაქეების მხრიდან, ეს იქნება მნიშვნელოვანი წვლილი ევროპული ინტეგრაციის გზაზე"- თქვა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან. 

მისი თქმით, სააკაშვილის შეწყალება ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციასაც.

„მე ვერ გავაკეთებ პროგნოზს, ამის საფუძველი ნამდვილად არ გამაჩნია და არანაირი კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, რასაც დაეყრდნობოდა ჩემი პროგნოზი. თუმცა, ფაქტია და ყველას კარგად გვესმის, იმედი მაქვს პრეზიდენტი ზურაბიშვილიც უფრო და უფრო აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ახლა, როცა საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და უნდა გადავიდეს შემდეგ ეტაპზე ევროინტეგრაციის გზაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ევრორეკომენდაციის შესრულება, ხოლო დეპოლარიზაცია და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია შეუძლებელია, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება უსამართლო და უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში. ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი აღქმული იქნება როგორც ეროვნული და ევროპული ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის ევროპული არჩევანის რეალიზებას ემსახურება,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები