„გამარჯვების კოალიციას“ ახალგაზრდებმა უნდა უყურონ, როგორც შესაძლებლობას, მოვიდნენ ხელისუფლებაში და მართონ ქვეყანა - ხაბეიშვილი
„უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების არა თუ ჩართულობა, არამედ მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელებაში. შესაბამისად, „გამარჯვების კოალიციას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალგაზრდებმა უნდა უყურონ, როგორც შესაძლებლობას მოვიდნენ ხელისუფლებაში და მართონ ქვეყანა ხალხის საკეთილდღეოდ," - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.
დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება. ფორუმზე მოწვეულია მართაინ ბოლკენსტეინ - ტრენერი/კონსულტანტი, VVD-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი, რომელიც ფორუმის ერთ-ერთი სპიკერი იქნება.
უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების არა თუ ჩართულობა, არამედ მონაწილეობა ხელისუფლების განხორციელებაში. შესაბამისად, „გამარჯვების კოალიციას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალგაზრდებმა უნდა უყურონ როგორც შესაძლებლობას მოვიდნენ ხელისუფლებაში და მართონ ქვეყანა ხალხის საკეთილდღეოდ. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა, მათთან ერთად დისკუსია ოპოზიციიდანვე, რადგან ეს ფერადი ახალგაზრდები, ჭკვიანი, განათლებული, ლამაზი ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში და მართონ ხელისუფლება და არა ისე, როგორც აქამდე გვინახავს, მემკვიდრეობით რომ უნდათ გადაეცეთ პატარა მინიგარქებს სხვადასხვა რეგიონები, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებები, ძმაკაცობით, ბიძაშვილობით, ნეპოტიზმით დანიშნული თანამდებობის პირები ან ოლიგარქის სანდო ადამიანები. უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდებმა აიღონ ინიციატივა და არა თუ თანამონაწილეები იყვნენ, არამედ გამარჯვებული კოალიციის გუნდის წევრები, რომლებიც საბოლოოდ ჩამოაყალიბებენ მთავრობას," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.