ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს - გაათავისულოს სააკაშვილი - ხაბეიშვილი

14.12.23 16:38
ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს - გაათავისულოს სააკაშვილი - ხაბეიშვილი

„სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს - გაათავისულოს პრეზიდენტ სააკაშვილი“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის საჭირო ფაქტორების მიხედვით უნდა მიიღოს.

„სალომე ზურაბიშვილს აქვს ბერკეტი პოლიტიკური პატიმარი, „ეფესბეს“ აგენტი ფარცხალაძის მიერ დაწერილი ბრალით და სანქცირებული მოსამართლეების მიერ გასამართლებული მესამე პრეზიდენტი, რომელმაც უზრუნველყო  საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა და გზა, მთავარი ადამიანი, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიუძღოდა იყო პრეზიდენტ სააკაშვილი.

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება ამ შემთხვევაში ვფიქრობ ადეკვატურია, სწორია, თუმცა ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი. პრეზიდენტ სააკაშვილი არ უნდა ატარებდეს პოლიტიკურ ტყვეობაში ცხოვრებას, ამიტომ თუ ეს მისი მხრიდან არის შერბილებული განცხადება მივესალმები. ჩვენთვის ძალიან მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად ამისა ჩვენ მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაგვიჭერია, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასარგებლო არ იქნებოდა და ამიტომ მანაც, არა პირადი შეხედულებით არამედ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება პუტინის ტყვე საპატიმროში.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
 

მსგავსი სიახლეები