თბილისი იხრჩობა კალაძის საცობებში - ოპოზიცია მერის არაკომპეტენტურობაზე საუბრობს
თბილისი ავტოკოლაფსის ზღვარზე - ენმ-ს წევრი, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ირაკლი ნადირაძე კახა კალაძის არაპროფესიონალიზმზე საუბრობს.
მისი თქმით, თბილისი იხრჩობა კალაძის საცობებში.
თბილისი იხრჩობა კალაძის საცობებში. მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძემ თავისი მერობის პერიოდში დაახლოებით 2 მილიარდი ლარი დახარჯა საგზაო და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად, დღითი დღე უფრო მძიმდება. ეს არის ერთის მხრივ იმ განუხორციელებელი პროექტების ბრალი და მეორეს მხრივ იმ არასწორად განხორციელებული პროექტების ბრალი, რომელიც კახი კალაძემ ამ წლების განმავლობაში ან ვერ განახორციელა ან განახორციელა. მანამ სანამ კახა კალაძე მისი არაკომპეტენტური გუნდით იქნება ამ ქალაქში, მდგომარეობა ამ ქალაქში დღითი დღე კიდევ უფრო გაუარესდება"- აცხადებს ნადირაძე.
ცნობისთვის, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძრის ჩასაქრობად სახანძრო მანქანა დროულად ვერ მივიდა. გავრცელდა ვიდეო, რომ ტექნიკა საცობში იყო იდგა და გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ არც სასწრაფო დახმარების მანქანას, არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისთ არ აქვს პრობლემა.
გუშინ კი ვაკე-საბურთალოს მიდამოებში იყო 54 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.