პრეზიდენტობა მეორე ვადით, პრემიერობა თუ ოპოზიციური კოალიციის ლიდერობა? - რა გზას აირჩევს ზურაბიშვილი
პრეზიდენტობა მეორე ვადით, პრემიერობა თუ ოპოზიციური კოალიციის ლიდერობა? - რა გზას აირჩევს სალომე ზურაბიშვილი. ისინი ვინც, ქვეყნის პრეზიდენტს დიდი ხანია იცნობენ, აქვთ განცდა, რომ პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში დარჩენას აპირებს, თუმცა საინტერესოა რა ფორმით? თავდაცვის ექს მინისტრი და სალომე ზურაბიშვილის ყოფილი თანამებრძოლი კონკრეტულ ვერსიაზე საუბრობს, რაც ზურაბიშვილს აძლევს საშუალებას, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ დასახელდეს პრემიერობის ან პრეზიდენტობის კანდიდატად.
ნებისმიერი შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს სჭირდება გარანტიები - აცხადებენ სალომე ზურაბიშვილის გარემოცვის წევრები. ახლა ყველაფერი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მის პოლიტიკურ განაცხადს, რაც წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ რეალობას ქვეყანაში რადიკალურად შეცვლის, ელოდებიან მისი თანამებრძოლებიც. "ოცნების" ყოფილი წევრი ეკა ბესელია მზად არის "ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გააგრძელოს.
"პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტის გეგმა მას შემდეგ გაცხადდება, რაც ოპოზიცურ ველზე პოლიტიკური გადაჯგუფება დასრულდება - დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.