ისტორიული და ყველაზე მძიმე სამიტი - ევროპა ბოლო შანსებს იყენებს, რომ ორბანს პოზიცია შეაცვლევინოს

14.12.23 20:08
ისტორიული და ყველაზე მძიმე სამიტი - ევროპა ბოლო შანსებს იყენებს, რომ ორბანს პოზიცია შეაცვლევინოს

 

ისტორიული და ამასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სამიტი ევროპული საბჭოს ისტორიაში.  ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ისე დაიწყო სამიტი, რომ არავინ იცოდა რა შედეგით დასრულდებოდა ევროკავშირის ლიდერების შეკრება.  ევროპა ბოლო შანსებს იყენებს, რომ უნგრეთის პრემიერს პოზიცია შეაიცვლევინოს.  დილიდან ევროსაბჭოს, ევროკომისიის, გერმანიის და საფრანგეთის პირველი პირები ცალკე ხვდებოდნენ ორბანს, თუმცა რამდენიმე საათში უნგრეთის პრემიერმა დაწერა, რომ პოზიციას არ ცვლის. 

დღეს გაბედულება ან ბრიუსელში იქნება ან მოსკოვში - ასე მიმართა ზელენსკიმ ევროპელ კოლეგებს. უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებასთან ერთად ჩავარდნის ზღვარზე დადგა კიევისთვის 50 მილიარდიანი დახმარების პაკეტიც. ეს კი ომში მყოფი ქვეყნისთვის კატასტროფის ტოლფასია. იზეიმებს თუ არა პუტინი გამარჯვებას - ამ კითხვაზე ბრიუსელში უნდა გაეცეს პასუხი. ევროპას გეოპოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად საათები აქვს დარჩენილი.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები