სააკაშვილის შეწყალება დღის წესრიგში დადგა - ემზადება თუ არა პრეზიდენტი საკონტროლო გასროლისთვის

14.12.23 20:20
სააკაშვილის შეწყალება დღის წესრიგში დადგა - ემზადება თუ არა პრეზიდენტი საკონტროლო გასროლისთვის

 

პოლიტიკური ისტერიის ახალი რაუნდი "ოცნებაში". მმართველი გუნდი პრეზიდენტისგან დარტყმას დარტყმაზე იღებს. არასდროს მითქვამს რომ არ შევიწყალებ - სალომე ზურაბიშვილის ეს სიტყვები მეხის გავარდნასავით იყო ხელისუფლებისთვის. ემზადება თუ არა პრეზიდენტი საკონტროლო გასროლისთვის - ისედაც უმძიმეს საარჩევნო წელში მიხეილ სააკაშვილის შეწყალება "ქართულ ოცნებას" ბოლომდე შეარყევს. ეს კარგად იციან ხელისუფლებაშიც და ამიტომ ზურაბიშვილს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. 

დილიდან ზურაბიშვილი ლანძღვის და მუქარის მთავარი ადრესატია. ემუქრებიან ხალხის რისხვით და ახსენებენ მისივე სიტყვებს  - არა და არასდროს. თუ დღემდე "ოცნებას" იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი წითელ ხაზებს არ გადაკვეთდა, ახლა რეალობა რადიკალურად შეიცვალა და ხელისუფლება შეწყალების ბერკეტის ამოქმედებას არ გამორიცხავს. ფაქტია, რომ  პრეზიდენტის ინტერვიუმ დატოვა განცდა, რომ სააკაშვილის შეწყალების საკითხი დღის წესრიგში დგას.

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები