საქართველოს აქვს კი ევროკავშირის ლიდერებისგან - "პირველებმა" ევროსაბჭოს სამუშაო დოკუმენტი მოიპოვა
საქართველოს აქვს კი ევროკავშირის ლიდერებისგან. დოკუმენტის პროექტში, რომელიც ახლა განსახილველად მაგიდაზე ბრიუსელში 27 ლიდერს უდევს, წერია, რომ ევროპული საბჭო თანახმაა საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის ქვეყნის სტატუსი. ოღონდ ამავე დოკუმენტში მითითებულია, რომ ქვეყანამ სანაცვლოდ იმ 9 ახალი მოთხოვნის შესრულების ვალდებულება უნდა აიღოს, რომელიც ევროკომისიამ დაგვიწესა. დოკუმენტი ცოტა ხნის წინ ბრიუსელში "პირველების კორესპონდენტმა" მოიპოვა. იქ ასევე წერია, რომ ევროპული საბჭო თანხმდება დაიწყოს მოლაპარაკებები მოლდოვასა და უკრაინასთან.
ჩვენი ქვეყნისთვის კი ყველაფერი კარგად მიდის. ახლა მთავარია ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის თემაზე. კიევს აქვს 26 თანხმობა, უარზეა მხოლოდ ორბანი. თუ უკრაინის თემაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ,საქართველოს შანსი მაინც რჩება, რადგან ამ შემთხვევაში შეუძლია ევროკავშირს გაფართოების საკითხი გაყოს, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, უკრაინის და მოლდოვის თემა კი გადადოს. საქართველოზე დღეს არც ერთ ლიდერს არ უთქვამს, რომ გააჩნია განსხვავებული მოსაზრება, რაც მწვანე შუქს ნიშნავს.
დეტალებზე მეტს ინა ცარციძე ბრიუსელიდან გიყვებათ.