ღარიბაშვილის გადაწყვეტილება - საქართველოს ყველა რეგიონში დღესასწაულის დადგომას სხვადასხვა დროს აღნიშნავენ
ახალი წელი განსხვავებული თარიღებით. საქართველოს ყველა რეგიონში დღესასწაულის დადგომას სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. ასეთია ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება. ყველაფერი, სავარაუდოდ, "ოცნებასთან" დაახლოებული მომღერლების გამო ხდება.
ხელისუფლების ფავორიტი მომღერლები ცხადია ყველა რეგიონში ერთ დღეს ვერ იმღერებენ და ამიტომ
პრემიერის განკარგულებით, ცენტრალური საახალწლო ღონისძიებები მუნიციპალიტეტებში განსხვავებულ დროს ჩატარდება. ჯამში 30 რაიონი თითქმის ხუთ მილიონს დახარჯავს ისე, რომ არცერთ რეგიონში, არცერთ მომსახურებაზე წინასწარ ტენდერი არ გამოცხადებულა.
დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.