ამ ისტორიულ მომენტში გვყავს რუსული ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ეს სტატუსი არ მიგვეღო - ბიბილაშვილი

14.12.23 21:19
ამ ისტორიულ მომენტში გვყავს რუსული ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ეს სტატუსი არ მიგვეღო - ბიბილაშვილი

„ამ ისტორიულ მომენტში ჩვენ გვყავს პრორუსული არა, რუსული ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ეს სტატუსი არ მიგვეღო,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი აკეთებს.

ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ხელისუფლების პროპაგანდა მთელი ამ დროის განმავლობაში, სანამ ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა იყო, ანტიდასავლური.

ამ ისტორიულ მომენტში ჩვენ გვყავს პრორუსული არა, რუსული ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ ეს სტატუსი არ მიგვეღო, რომელსაც იმედია, ხვალ უკვე ოფიციალურად მივიღებთ. ერთადერთი, რაც მათ არ გაუკეთებიათ არის იმის თქმა, რომ ჩვენ არ გვინდა ევროპის წევრობა, NATO-ს წევრობა, მაგრამ ესეც მხოლოდ ტაქტიკური მიზნებით განხორციელდა.

30 წლის წინ იყო მთელი პლეადა იმ ადამიანების, ვინც ამბობდა, რომ გამსხურდიას მოტანილი დამოუკიდებლობა არ მინდა, მათ შორის კობახიძის მამაც იყო. ჩვენ არ ვართ ის ადამიანი, ევროპა, ნატო იყოს და ივანიშვილს მადლობას ვერ გადავუხდი, იმიტომ რომ ის ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ მივიღებ ნებისმიერის ფორმალური წინამძღოლობით, მიუხედავად ამისა, ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების ამოცანა არ შეიცვლება იმიტომ, რომ ხელისუფალი თავისი არსით არ იცვლება - რუსეთის ამოცანა ამ ეტაპზე არის, რომ საქართველოში ჰყავდეს საკუთარი ხელისუფლება, რომელიც იქნება გასხივოსნებული და "გაპრავებული" პროდასავლური იმიჯით, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად რაც მათ სტკივათ არის ის, რაც სიმართლეა - ესენი არიან რუსები,“ - ამბობს ბიბილაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები