"ხელებაწვდილი ბავშვია და ვარსკვლავი" - თავაქარაშვილი გინტურის შვილიშვილის ნახატზე

14.12.23 21:30
"ხელებაწვდილი ბავშვია და ვარსკვლავი" - თავაქარაშვილი გინტურის შვილიშვილის ნახატზე

„ძალიან ძნელია თაობებში წაშალო თავისუფლებისთვის სწრაფვა, ეს შეუძლებელია,“ - ეს განცხადება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, არინა თავაქარაშვილმა „რეაქციაში“ გააკეთა.

ხვალინდელი დღე სამ დიდ გოლიათზე შედგება: პირველი, 78 წელს ღირსეულად გამოვიდა ქართველი სტუდენტობა ენის დაცვისთვის - ეს იყო სიწრფელე და ეს იყო გზა. ეროვნული მოძრაობა, რომელიც ახალგაზრდობის სიწრფელეზე და თავისუფლებისთვის სწრაფვაზე შედგა, მოვიდა უმძიმესი დღით, რომელიც იქცა სახელმწიფოებრიობის დღედ. უკვე ჩვენს თვალწინ დაბადებული 7 მარტი, როცა ფრიალებდა საქართველოსა და ევროკავშირის დროშა ერთად. ეს არის ის სამი დიდი გოლიათი, რომლის წაშლა არცერთ ხელისუფლებას არ შეუძლია. ძალიან ძნელია თაობებში წაშალო თავისუფლებისთვის სწრაფვა, ეს შეუძლებელია.
ადამიანებისგან, რომლებიც ამას უარყოფს და ტრადიციებზე საუბრობს, დაასახელეთ, რომელიც ოჯახის წევრი მონაწილეობდა ამაში,“ - განაცხადა თავაქარაშვილმა.

თავაქარაშვილმა ასევე ისაუბრა გინტურის შვილიშვილის ნახატზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს ასახავს. 

ამ ბავშვმა იმდენი გაიგო, რომ თავის დაბადების დღეს პაპამისს გინტურს მიასვენებდნენ, ხვალ მეორმოცე დღეა და საოცარი ნახატი შექმნა, სულ კარებზე საუბრისას თქვა ეს კარიო და 8 წლის დონის ბავშვისთვის უმაღლესი ნახატია... ხელებაწვდილი ბავშვია და ვარსკვლავი, და ეს ვარსკვლავი საქართველოა და საქართველო ხომ წავა ამ ცისფერისკენო, ევროკავშირისკენო? ამ საჩუქრის მფლობელი შენ ხარ (ინგა გრიგოლია),“ - ამბობს თავაქარაშვილი.

მსგავსი სიახლეები