ეს უკრაინის გამარჯვებაა... გამარჯვება, რომელიც აღძრავს და აძლიერებს შთაგონებას - ზელენსკი
"ეს უკრაინის გამარჯვებაა," - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას.
ზელენსკი შარლ მიშელის პოსტს ეხმაურება, სადაც წერია, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.
ეს არის გამარჯვება მთელი ევროპისთვის. გამარჯვება, რომელიც აღძრავს და აძლიერებს შთაგონებას", - წერს ზელენსკი.
ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომ საქართველოს კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს, ხოლო უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.