ხვალიდან უნდა იყოს პრესინგი ამ ხელისუფლებაზე - ლელა ჯეჯელავა
"ხვალიდან უნდა იყოს პრესინგი ამ ხელისუფლებაზე, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან მალე უნდა აღმოვჩნდეთ მოლდოვისა და უკრაინის გვერდით ," - ამ განცხადებას თეოლოგი ლელა ჯეჯელავა "რეაქციაში" აკეთებს.
ჯეჯელავა განმარტავს, რომ მას შემდეგ რაც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, საჭიროა რეფორმები, რასაც მისი შეფასებით ხელისუფლება ვერ გაატარებს და საჭიროა მთავრობის არჩევნების გზით ცვლილება.
ხვალიდან უნდა იყოს პრესინგი ამ ხელისუფლებაზე, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან მალე უნდა აღმოვჩნდეთ მოლდოვისა და უკრაინის გვერდით ისევ და გაგვიხსნან მოლაპარაკების რეჟიმი. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს არის შეუძლებელი. ამიტომ ჩვენ საზოგადოებას ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ ბარიერი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე არის ქართული ოცნების ხელისუფლება. სანამ ეს ხელისუფლება გვყავს ჩვენ ამ მიზნამდე არ მივალთ, ამიტომ ეს ბარიერი უნდა გავწიოთ გვერდზე, ამისთვის გვაქვს 2024 წლის არჩევნები,“ - ამბობს ჯეჯელავა.