მიხარია, რომ ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო - პაპუაშვილი
"ძალიან მიხარია, რომ ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით", - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას აფასებს და თვლის, რომ სამართლიანია.
ჩვენ დღეს ვიმკით იმ შრომის შედეგებს, რომელსაც მათ შორის ბოლო წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურები ეწეოდნენ იმისთვის, რომ ევროპულ საბჭოს ჰქონოდა ერთადერთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, კერძოდ, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შესახებ. ძალიან მიხარია, რომ ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით.
ასევე, მინდა მივულოცო უკრაინას და მოლდოვას მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, საერთო ჯამში, მოლოდინი სრულად გაამართლა ევროპული საბჭოს სხდომამ,“ - ამბობს პაპუაშვილი.