უკრაინაზე გადაწყვეტილების დროს ვიქტორ ორბანმა ოთახი დატოვა - The Guardian
The Guardian სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაზე გადაწყვეტილების დროს უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ოთახი დატოვა.
ორბანი საჯაროდ აცხადებდა, რომ უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებები არ უნდა გახსნილიყო.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. გარდა ამისა, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.