პრემიერმა კანდიდატის სტატუსის მიღება ბიძინა ივანიშვილს მიულოცა
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანდიდატის სტატუსის მიღება ბიძინა ივანიშვილს მიულოცა. ღარიბაშვილის თქმით, სტატუსის მიღება ივანიშვილის დამსახურებაცაა.
მე მინდა, მივულოცო ეს დღე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მმართელობამაც მოიტანა დღევანდელი დღე და ეს გამარჯვება და ეს წარმატება. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიაღწია მაქსიმუმს და დღევანდელი დღე არის ერთგვარი დაგვირგვინება ჩვენი წარმატებული მმართველობის," - ამბობს ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა სტატუსის მიღება ასევე მმართველ გუნდს და ხელისუფლებას მიულოცა.
დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას, საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, გილოცავთ ყველას.
მე მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული დღე, ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის გამარჯვება. ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენ ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა, ჩვენ ვიბრძოლეთ და ჩვენ გავიმარჯვეთ,“ - ამბობს ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა 5 საათზე თავისუფლების მოედანზე შეკრება და კანდიდატის სტატუსის მიღების აღნიშვნა დაანონსა.