ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს, ეს იმედს ნიშნავს - მეცოლა
"ჩვენ შევისმინეთ თქვენი ევროპული მისწრაფებები და დღეს საქართველო ამაყია, რომ მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი," - ამ განცხადებას ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ავრცელებს.
მეცოლა საქართველოს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს და წერს, რომ "ეს იმედს ნიშნავს".
ვულოცავ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს. ჩვენ შევისმინეთ თქვენი ევროპული მისწრაფებები და დღეს საქართველო ამაყია, რომ მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
ეს იმედს ნიშნავს," - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა.