დღეს ითქვა, რომ საქართველო მომავალში აუცილებლად დაიწყებს მოლაპარაკებებს უკვე წევრობაზე - ჟოზვიაკი

14.12.23 23:34
დღეს ითქვა, რომ საქართველო მომავალში აუცილებლად დაიწყებს მოლაპარაკებებს უკვე წევრობაზე - ჟოზვიაკი

„უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ კანდიდატის სტატუსს. დღეს ითქვა, რომ მომავალში აუცილებლად დაიწყებს მოლაპარაკებებს უკვე წევრობაზე,“ - ეს განცხადება "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტმა რიკარდ ჟოზვიაკმა „პირველ ხაზთან“ საუბრისას გააკეთა. 

ჟოზვიაკის თქმით, რეალური სამუშაო საქართველოსთვის ახლა იწყება, ბევრი რეკომენდაცია შესასრულებელია. ჟურნალისტის თქმით, ევროპულმა საბჭომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ჟოზვიაკის თქმით, ორბანს ვეტო უკრაინის საკითხზე არ დაუდვია, "მან უბრალოდ დატოვა ოთახი".

უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი, ეს არის გზავნილი, რომ თქვენ ხართ იმ დიდი ოჯახის ნაწილი, რომელსაც ჰქვია ევროპა და დღეს ითქვა, რომ მომავალში აუცილებლად დაიწყებს მოლაპარაკებებს უკვე წევრობაზე. ეს არის პირველი ნაბიჯი ძალიან დიდ გზაზე, რომელიც უნდა გაიაროს საქართველომ,“ - განაცხადა ჟოზვიაკმა.

რაც შეეხება ორბანის პოზიციას და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, ჟურნალისტის თქმით, უნგრეთის პრემიერი კომპრომისს არ ემხრობოდა.

ეს იყო გარკვეულწილად კომპრომისი, რასაც ორბანი არ ემხრობოდა. ევროპულმა საბჭომ რაც დღეს გადაწყვიტა არის ის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები უკრაინასთან წევრობაზე, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა, მაგრამ რეალურად მოლაპარაკებები უკრაინასთან დაიწყება მომავალ წელს. ზელენსკიმ დააანონსა, რომ ეს პროცესი დაიწყებოდა მარტში, მაგრამ მე ვვარაუდობ, რომ ეს პროცესი დაიწყება დეკემბერში უკრაინისთვის,“ - განაცხადა ჟოზვიაკმა.
 

მსგავსი სიახლეები