ზურაბიშვილი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

14.12.23 23:57
ზურაბიშვილი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

ზურაბიშვილი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბრიუსელში მიმდინარე დღევანდელი პროცესები და ევროპული საბჭოს პოზიტიური გადაწყვეტილება უკრაინის დამსახურებაა.

მადლობა კიდევ მინდა ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს. ახლა ვესაუბრე ვოლოდიმირ ზელენსკის და ეს არის მისი ხალხის ძალიან დიდი დამსახურება. იმიტომ, რომ ეს აჩქარებული პროცესი, რომელსაც ვიმსახურებთ სხვა მხრივ, მაგრამ ეს აჩქარებული პროცესი, დღეს რაც ხდებოდა ბრიუსელში, ეს არ მოხდებოდა თუ არა, უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და ეს ორიწლიანი უსასტიკესი ომი. ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ, ეს გვევალება როგორც ქართველებს, თუ ვიცით, რას ნიშნავს ქართველობა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები