მივალ ზეიმზე და თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ ხომ კარგი - პრეზიდენტი
საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო - საქართველოს პრეზიდენტი პრემიერის მიერ დაანონსებულ სახალხო ზეიმს უერთდება.
პრეზიდენტის თქმით, მზად არის ტრიბუნიდანაც მიმართოს საზოგადოებას იმ შემთხვევაში, თუ პრემიერისგან ამის თანხმობა ექნება.
მე მინდა, რომ შევუერთდე, პრემიერმა მგონი, გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი ყველასი, მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შემოუერთდეთ, ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, იმიტომ, რომ ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მე მზად ვარ, რომ ყველაფერში მივიღო მონაწილეობა - თუ ტრიბუნაზე მომიწვევენ კარგი, თუ არა ხალხში ვიდგები და ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არ არის უკანასკნელი დღე, ამით იწყება საქართველოს დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი და ამას გილოცავთ ყველას,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი და დადექით ხალხის მხარეს - ნათელაშვილი
"ივანიშვილს და მის ბანდას დარჩა ერთადერთი გზა, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას" - ნათელაშვილი