Politico: უკრაინაზე გადაწყვეტილების მიღების დროს ოთახის დატოვება ორბანს შოლცმა შესთავაზა
უკრაინაზე გადაწყვეტილების მიღების დროს ოთახის დატოვება ორბანს შოლცმა შესთავაზა - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, ქვეყნების წარმომადგენლები კონსენსუსს საათობით ვერ აღწევდნენ, რადგან უნგრეთი გადაწყვეტილებას ვეტოს ადებდა. ამიტომ, შოლცმა ორბანს შესთავაზა, თუ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერდა, დანარჩენი ლიდერებისთვის საშუალება მიეცა, ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიეღოთ.
Politico-ს თანახმად, ორბანმა "წინასწარ შეთანხმებულად და კონსტრუქციულად ერთ მომენტში დატოვა ოთახი".